ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს." ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა.


„ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მოგვიტანეთ მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა ორბანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.


თავის მხრივ, ტრამპა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი არის დიდი ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. მანვე აღნიშნა, რომ ორბანის მასპინძლობა დიდი პატივი იყო.

შეგახსენებთ, ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი იქნება. წინასწარი გამოკითხვებით, ის მოქმედ პრეზიდენტს და ასევე, სავარაუდოდ, „დემოკრატების“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს უსწრებს.